ზუკა რურუა 30 აპრილის აქციაზე: „მოვდივარ“, იმიტომ რომ დავიღალეთ ამდენი აგრესიით. გვინდა მშვიდობა იყოს

ზუკა რურუა 30 აპრილის აქციაზე: „მოვდივარ“, იმიტომ რომ დავიღალეთ ამდენი აგრესიით. გვინდა მშვიდობა იყოს

„მოვდივარ“, იმიტომ რომ დავიღალეთ ბოლო პერიოდში ამდენი აგრესიით. გვინდა მშვიდობა იყოს, იყოს კეთილდღეობა და მივხედოთ ჩვენ - ჩვენს საქმეს, - განაცხადა წყალბურთელმა ზუკა რურუამ 30 აპრილს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას.

„რაც უფრო მეტი ადამიანი ამოიღებს ხმას, უკეთესი იქნება და ამით რაღაც შედეგი მიიღწევა ალბათ დროთა განმავლობაში“, - აღნიშნა ზუკა რურუამ.

„მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს გაიმართება. „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.