პარტია „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში მათი პარტიიდან არცერთი ადამიანი არ არის შეტანილი პოლიტიკოსების შესახებ ჩატარებულ გამოკითხვაში.
მისი თქმით, რაღაცნაირად ბრძოლის ფარგლებშია ეს კვლევა გაკეთებული, აქედან გამომდინარე, უჭირს დანარჩენი მონაცემების უტყუარობის დაჯერება.
„თქვენ არ იცით, როგორ მინდა ვენდობოდე. როდესაც ვხედავ, რომ პოლიტიკოსების გამოკითხვებში ჩვენი პარტიიდან არცერთი ადამიანი შეტანილიც არ არის, ვგრძნობ, რომ გვებრძვიან და ზოგადად, რაღაცნაირად ბრძოლის ფარგლებშია ეს გაკეთებული, აქედან გამომდინარე, მიჭირს დავიჯერო დანარჩენი მონაცემების უტყუარობის შესახებ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს აქვეყნებს.