როგორია ქეით მიდლტონის ყოველდღიური სტილი – პრინცესას უჩვეულო ჩაცმულობა

როგორია ქეით მიდლტონის ყოველდღიური სტილი – პრინცესას უჩვეულო ჩაცმულობა

სამეფო ოჯახის წევრების ჩაცმულობა ალბათ არაერთი ადამიანის ინსპირაციის წყარო გამხდარა. განსაკუთრებით საყურადღებოა უელსის პრინცესას ქეით მიდლტონის სტილი, რომელიც ყოველთვის კლასიკური, დახვეწილი და ყველასგან გამორჩეულია.

ხშირად საზოგადოებას ჰგონია, იმისთვის, რომ პრინცესას მსგავსი სტილი მოირგონ აუცილებლად გავლენიან დიზაინერებთან და მოდის სახლებთან უნდა ითანამშრომლონ, თუმცა, ეს ასე ცულაც არაა.

ქეითი რამდენიმე საათის წინ ლონდონში არსებულ ადგილობრივ მაღაზიას ეწვია, სადაც ჩვილებისა და პატარა ასაკის ბავშვებისთვის შესაფერისი ტანსაცმელი იყიდება.

ქეითი ამჯერად მისთვის უჩვეულო, ყოველდღიური სტილით გამოჩნდა.