გიორგი ბოტკოველი: დღეს გამოქვეყნებული კვლევა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ

გიორგი ბოტკოველი: დღეს გამოქვეყნებული კვლევა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ "ქართული ოცნების" დამარცხება არც ისეთი ძნელია

„დღეს გამოქვეყნებული კვლევა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ "ქართული ოცნების" დამარცხება არც ისეთი ძნელია, როგორც ეს ვინმეს წარმოედგინა.“ -  განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.

ახალი კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაცემულია 19%-მდე, რასაც გამოეხმაურა გიორგი ბოტკოველი და თქვა, რომ პროევროპული პარტიების ერთობლივ ბრძოლას სხვა ალტერნატივა არ გააცნია და „ქართული ოცნების“ დამარცხება არც ისეთი ძნელია, როგორც ჩანს.

„ნებისმიერი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ყველა პროევროპული ოპოზიციური პარტიის ერთობლივ ბრძოლას ალტერნატივა არ გაჩნია, თუმცა ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ყველა პარტიამ აქტიურად უნდა იმუშაოს საკუთარი პოზიციის გამყარებისთვის და ის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს კლება და 19%-იანი რეიტინგით და ამ შემთხვევაში 14%-იანი „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები და სხვა დანარჩენი პარტიების მატება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება არც ისეთი ძნელია, როგორც ეს ვინმეს წარმოედგინა.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა