გივი მიქანაძე სააკაშვილზე: პოლონელი ექიმების ჩამოყვანის აზრსაც ვერ ხედავენ, რადგან ეს ადამიანები რეალურად დაინახავენ, რომ კონკრეტული პატიმარი საკუთარი ჯანმრთელობის თვითდაზიანებას ეწევა

გივი მიქანაძე სააკაშვილზე: პოლონელი ექიმების ჩამოყვანის აზრსაც ვერ ხედავენ, რადგან ეს ადამიანები რეალურად დაინახავენ, რომ კონკრეტული პატიმარი საკუთარი ჯანმრთელობის თვითდაზიანებას ეწევა

პოლონელი ექიმების ჩამოყვანის აზრსაც ვერ ხედავენ, რადგან ეს ადამიანები რეალურად დაინახავენ, რომ კონკრეტული პატიმარი საკუთარი ჯანმრთელობის თვითდაზიანებას ეწევა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

იგი მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.

„მთელი ეს კამპანია სიცრუეზეა აგებული და ეს დაინახა საზოგადოებამ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის საერთო სცენარის შემადგენელი ნაწილი. პოლონელი ექიმების ჩამოყვანის აზრსაც ისინი იმიტომ ვერ ხედავენ, რომ ეს ადამიანები რეალურად დაინახავენ იმას, რომ კონკრეტული პატიმარი საკუთარი ჯანმრთელობის თვითდაზიანებას ეწევა“, - განაცხადა მიქანაძემ.