გია ცაგარეიშვილი: გვყავდა ერთი მისტერ ოფშორი, ახლა გვეყოლება ბევრი მისტერ და მისის ოფშორი

გია ცაგარეიშვილი: გვყავდა ერთი მისტერ ოფშორი, ახლა გვეყოლება ბევრი მისტერ და მისის ოფშორი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, თუ აქამდე, როგორც BBC-მ გვამცნო, გვყავდა ერთი მისტერ ოფშორი, ახლა გვეყოლება ბევრი მისტერ და მისის ოფშორი.

„თურმე კეზერაშვილი ვითომდა გადასცემს კომპანიის თანამშრომლებს საკონტროლო პაკეტს. აქამდე BBC-მ გვამცნო, რომ გვყავდა ერთი მისტერ ოფშორი, ახლა გვეყოლება ბევრი მისტერ და მისის ოფშორი. ეს ადამიანები, სულ მცირე, უნდა დაფიქრდნენ, რომ ნაძარცვი ფულით შექმნილი კომპანიის მმართველობაში მოსვლა, სამართლებრივ კატეგორიებს რომ არ შევეხოთ, მთლად მორალური ნამდვილად არ არის“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

დავით კეზერაშვილის განცხადებით, ის უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.