ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს: სინამდვილეში, ქალებს უკეთესი მეხსიერება აქვთ, ვიდრე კაცებს.
ამიტომაც, ქალბატონები არასოდეს ივიწყებენ დაბადების დღეებს და გამოირჩევიან საშიში უნარით – გაახსენონ ქმრებს კამათი, რომელიც თუნდაც სამი წლის წინ გაიმართა.
მკვლევრები სარწმუნო მონაცემების საფუძველზე ამტკიცებენ, რომ ქალის ტვინს ნებისმიერ ასაკში მეტად აქვს უნარი, აღადგინოს გაცილებით მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს მამაკაცის ტვინს შეუძლია.
ამ მოვლენის მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი. შესაძლოა, ის ჰარმონიულ შემადგენლობაში, ანდა, უშუალოდ ტვინის მუშაობის პრინციპში იმალება.
კემბრიჯის უნივერსიტეტის სწავლულებმა გამოიყენეს კომპიუტერული ტესტი, რომელიც იმ პაციენტებთან მუშაობისას გამოიყენება სიბერის გამო მეხსიერების დაკარგვით რომ იტანჯებიან. როგორც დოქტორი ენდრიუ ბლეკველი განმარტავს, ყოველი ადამიანის მეხსიერების მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს მისი ასაკის, სქესისა და განათლების დონის მიხედვით.
მეცნიერულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ქალები, ჩვეულებრივ, წინ უსწრებენ მამაკაცებს ვერბალურ ტესტებში, მაშინ, როდესაც მამაკაცები ქალებს სივრცითი აზროვნების ტესტებში აღემატებიან.
მომავალში სწავლულები გეგმავენ, ზუსტად დაადგინონ ის ფაქტორები, რომლებიც ადამიანის მეხსიერებაზე ახდენენ გავლენას.