დღეს დილით გამოცემამ „Football Italia” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. ამ ცნობამ იტალიის ეროვნული გუნდის გულშემატკივრებში განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია.
გამოცემის ჟურნალისტი „სკუადრა აძურას“ მთავარ მწვრთნელ ჩეზარე პრანდელის ესაუბრა. ბატონი ჩეზარეს განცხადებით, უახლოეს მომავალში ნაკრებში ფრანჩესკო ტოტისა და ალესანდრო დელ პიეროს გამოიძახებს.
„მომავალ წელს მსოფლიო პირველობა გველის და ჩემი მოვალეობაა ბრაზილიაში ძლიერი გუნდით ვიასპარეზოთ. მე მოთამაშის ასაკს ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ფეხბურთელი მოცემულ დროს კონკურენტებზე ძლიერად გამოიყურებოდეს.
რამდენიმე დღის წინ მივიღე გადაწყვეტილება რომ ნაკრების უახლოეს ამხანაგურ მატჩებში ფრანჩესკო ტოტი და ალესანდრო დელ პიერო გამოვიძახო. ტოტის თქვენს წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება.
ალესანდრო დელ პიერო შორეულ ავსტრალიაში ასპარეზობს და მისი თამაში რამდენჯერმე ვიხილე. ასაკის მიუხედავად ოსტატობა არ დაუკარგავს და მიმაჩნია რომ ნაკრებს კიდევ არაერთხელ გამოადგება.
თუ ამხანაგურ შეხვედრებში ტოტი და დელ პიერო თავს კარგად წარმოაჩენენ დიდია ალბათობა ისინი „მუნდიალი - 2014“-ზე ვიხილოთ.“ - განაცხადა ჩეზარე პრანდელიმ.