გია ცაგარეიშვილი: ცინიზმია იმის ყურება, როგორ აფრიალებენ კეზერაშვილის გულშემატკივრები ერთი ხელით ევროკავშირის დროშას და მეორე როგორ ღრმად აქვთ ჩაყოფილი ევროპელი პენსიონერების ჯიბეებში, რათა იჯიბგირონ და იქიდან ევროები ამოიღონ

გია ცაგარეიშვილი: ცინიზმია იმის ყურება, როგორ აფრიალებენ კეზერაშვილის გულშემატკივრები ერთი ხელით ევროკავშირის დროშას და მეორე როგორ ღრმად აქვთ ჩაყოფილი ევროპელი პენსიონერების ჯიბეებში, რათა იჯიბგირონ და იქიდან ევროები ამოიღონ

ცინიზმია იმის ყურება, როგორ აფრიალებენ კეზერაშვილის გულშემატკივრები ერთი ხელით ევროკავშირის დროშას და მეორე როგორ ღრმად აქვთ ჩაყოფილი ევროპელი პენსიონერების ჯიბეებში, რათა იჯიბგირონ, ამოიღონ იქიდან ევროები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ქართულმა ოპოზიციამ, იმ საზოგადოებამ ვინც გადაწყვიტა, რომ მიეღო დონაცია ბატონი კეზერაშვილისგან, ძალიან კარგად იცოდა ვინ იყო ეს ადამიანი. ცინიზმია იმის ყურება, როგორ აფრიალებენ მისი გულშემატკივრები ერთი ხელით ევროკავშირის დროშას და მეორე როგორ ღრმად აქვთ ჩაყოფილი ევროპელი პენსიონერების ჯიბეებში, რათა იჯიბგირონ, ამოიღონ იქიდან ევროები, დოლარები, ფუნტები და შემდეგ ეს ყველაფერი აქ მოახმარონ ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას“,- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

უდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული