გივი მიქანაძე: კეზერაშვილის მიზანია, საქართველოში დესტაბილიზაცია და უკანონო გზით დესტრუქციული ძალების ხელისუფლებაში მოსვლა

გივი მიქანაძე: კეზერაშვილის მიზანია, საქართველოში დესტაბილიზაცია და უკანონო გზით დესტრუქციული ძალების ხელისუფლებაში მოსვლა

კეზერაშვილის მიზანია, რომ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია და დესტრუქციულმა ძალებმა როგორმე მოახერხონ უკანონო გზით ხელისუფლებაში მოსვლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„სწორედ ამ თაღლითური გზით მოპოვებული თანხებითა და საქართველოდან ნაძარცვი ფულით კეზერაშვილი, როგორც თვითონვე განაცხადა ინტერვიუში, აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს, ტელევიზიებს და არა მხოლოდ „ფორმულას“. მისი საუბრიდან ჩანს, რომ ის სხვა ტელევიზიებსაც აფინანსებს, ორგანიზაციებსაც. კეზერაშვილის მიზანია, რომ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია და დესტრუქციულმა ძალებმა როგორმე მოახერხონ უკანონო გზით ხელისუფლებაში მოსვლა“,- აღნიშნა მიქანაძემ.

ვიდეო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული