გაგიგიათ ალბათ დენიელ რედკლიფის სახელი. ამ მსახიობმა „ჰარი პოტერის“ უკვდავი სახე ამავე სახელწოდების რამდენიმე სურათში განასახიერა.
ცოტა ხნის წინ დენიელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ოფიციალური მრჩევლის სტატუსი შეიძინა.
ანონიმურმა წყარომ ბრიტანელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რედკლიფი მარტო ზოგადად კი არ გამოხატავს პარტიისადმი მხარდაჭერას, მისი სახელით გამოდის კიდეც.
„ის სერიოზულად განიხილავს პარტიაში საკუთარ როლს და ინტერვიუებში უკვე ამახვილებს ყურადღებას ლიბერალ–დემოკრატებზე“,– განაცხადა ზემოთ აღნიშნულმა უცნობმა წყარომ.