„Black Sabbath” „როკის ცოცხალ ლეგენდად“ აღიარეს

„Black Sabbath” „როკის ცოცხალ ლეგენდად“ აღიარეს

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ქალაქ ლონდონში გაიმართება გამოცემა „Classic Rock Roll”-ის ნომინანტთა მორიგი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა რომ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად სახელგანთქმული „Black Sabbath” სპეციალურად მიიწვიეს. ოზი ოსბორნსა და მის კოლეგებს „როკის ცოცხალი ლეგენდის“ წოდებით შეამკობენ.

ამის გარდა მუსიკოსებს გადაეცემათ „წლის ჯგუფის“, „წლის ალბომისა“ და „წლის მოვლენისათვის“ განკუთვნილი ჯილდოები.

საინტერესოა რომ გამოცემამ „Classic Rock Roll” წინა წლებში „როკის ცოცხალი ლეგენდის“ ტიტულით ჯიმი პეიჯი, ჯეფ ბეკი, ელის კუპერი და ჯგუფი ZZ Top დააჯილდოვა.