პოდოლიაკი: უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი უფრო მეტი იარაღი სჭირდება

პოდოლიაკი: უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი უფრო მეტი იარაღი სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი უფრო მეტი იარაღი სჭირდება.

„დრო რომ გვქონდეს, შეგვიძლია ვუყუროთ რუსეთის დაშლას და როგორ ჭამენ ერთმანეთს მისი „ელიტები“. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დრო, რადგან ჩვენი ხალხი კვდება. ჩვენ გვჭირდება ნაკლები ფიქრი [პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების] „გაჟონვაზე“ და შორ მანძილზე მოქმედი უფრო მეტი იარაღი, რათა სათანადოდ დავასრულოთ ომი და ვაიძულოთ რუსეთი რეალობას შეხედოს“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.