ორი კვირის წინ მახაჩკალის „ანჟის“ მფლობელმა, მილიარდერმა სულეიმან ქერიმოვმა გუნდის მკვეთრი გაახალგაზრდავება გადაწყვიტა. ვარსკვლავებით გადაჭედილმა კლუბმა ქერიმოვის იმედები ვერ გაამართლა. რუსეთის წინა პირველობაზე მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, მიმდინარე ჩემპიონატზე კი ჯერ მოგება არ გააჩნია.
ცნობილი გახლდათ რომ კამერუნის ეროვნული გუნდის თავდამსხმელი სამუელ ეტოო „ანჟიმ“ თავდაპირველად 15 მილიონ ევროდ შეაფასა.
რამდენიმე დღის წინ რუსულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა რომ ქერიმოვმა ეტოოს პატივი სცა და გუნდიდან უსასყიდლოდ გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. რამდენად სიმართლეს შეეფერება ეს ცნობა ვერაფერს გეტყვით.
დღეს დილით ევროპულ გაზეთებში საინტერესო ინფორმაცია დაიბეჭდა.
Sky Sports Italia-ს ცნობით, ხვალ 32 წლის ეტოოს მენეჯერი დიდ ბრიტანეთს ესტუმრება და მისი კლიენტის მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებას გამართავს.
კულუარული ცნობით ფეხბურთელის შეძენა ლონდონის „ტოტენჰემს“ სურს.
ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდის გარდა, ეტოოს ყიდვის სურვილი კიდევ ორმა ინგლისურმა გუნდმა - ლონდონის “ჩელსიმ” და “მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოთქვეს. კამერუნელით დაინტერესებას იტალიური “ინტერი”, რომა” და “ნაპოლიც” გამოთქვამენ.