ირაკლი ჩიქოვანი: „ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციისა და მათთან აფილირებული პოლიტიკური ძალების მიზანია, რომ მოახდინოს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია

ირაკლი ჩიქოვანი: „ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციისა და მათთან აფილირებული პოლიტიკური ძალების მიზანია, რომ მოახდინოს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია

ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმები არ ჰყოფნის. - ამაზე კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

„ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციისა და მათთან აფილირებული პოლიტიკური ძალების მიზანია, რომ მოახდინოს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია. ეს არის მათი ერთადერთ მიზანი და არა ის, რომ რაიმე გამოარკვიოს და რაიმეს ნათელი მოჰფინოს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ საღამოს გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართავენ, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია დღეისთვის აღარ მოიწვიოს.

როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა - ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმები არ ჰყოფნის.