ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი პარასკევის, ანუ ბელფასტის შეთანხმების მოწინააღმდეგეთა მსვლელობისას ნიღბიანები ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით პოლიციის მანქანას თავს დაესხნენ და ცეცხლი წაუკიდეს.
აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა. ინციდენტი ჩრდილოეთ ირლანდიაში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მოხდა.
დიდი პარასკევის, ანუ ბელფასტის შეთანხმება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესში. შეთანხმებას ხელი მოეწერა ბელფასტში 1998 წლის 10 აპრილს ბრიტანელ და ირლანდიელ მთავრობებს შორის და მიღებულია ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობის მიერ.