ვწუხვარ გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას პრეზიდენტისადმი მიმართვაზე, რომ რიგგარეშე სხდომა 11 აპრილს არ მოიწვიოს.
ლევან ხაბეიშვილი უკვე პოლონეთშია. მისი თქმით, ვიზიტი ჯერ კიდევ 10 დღის წინ იყო დაგეგმილი. „ჩვენი ვარშავაში ვიზიტი უკავშირდება მიხეილ სააკაშვილისთვის გადასაცემ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს“, - წერს ის სოციალურ ქსელში.
ლევან ხაბეიშვილისა და ანა წითლიძის მიერ ქვეყნის დატოვებას სალომე სამადაშვილმა უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა უწოდა.