ცნობილი როკ–მუსიკოსი – ტომ იორკი, რომელიც საზოგადოებამ როკ–ჯგუფ “რედიოჰედში“ მოღვაწეობის დროს გაიცნო, ახალ სოლო–ალბომზე მუშაობს. ახალი სოლო–ალბომი იქნება მუსიკოსის შემოქმედებითი ხაზის ერთგვარი გაგრძელება.
ტომ იორკმა ბოლო სოლო-ალბომი The Eraser 2006 წლის ივლისში ჩაწერა. რომლის პროდიუსერიც ნაიჯელ გოდრიჩი და დიზაინერი სტენლი დონვუდი გახლდათ. ალბომში წარმოდგენილი კომპოზიციები გაცილებით მეტ გასაქანს იძლევა ელექტრონიკაში და მელოდიურობის ხაზსაც არ კარგავს. იორკმა ალბომის გამოშვებისთანავე უარყო ხმები მისი ჯგუფიდან წასვლის თაობაზე.
“არ გინდათ ბოდვა ჩემი მოღალატეობის თუ რაღაც სისულელეების შესახებ. ყველაფერი “რედიოჰედის“ წევრების ნება-სურვილით მოხდა.“ The Eraser-მა მესამე ადგილს მიაღწია ბრიტანულ ჩარტში. ა.შ.შ-ში, კანადასა და ავსტრალიაში მეორე გახდა, რის შემდეგაც ირლანდიურ ჩარტშიც კი თავისი პოზიცია დაიმკვიდრა. მეცხრე ალბომი ნომინირებულ იქნა მერკურის მუსიკალურ დაჯილდოვებაზე, სადაც ჯგუფთან Arctic Monkeys დამარცხდა. ასევე ნომინირებული იყო გრემიზე როგორც “წლის საუკეთესო ალტერნატიული ალბომი.“ – განაცხადა მუსიკოსმა.
იორკი მუსიკალური ინსტრუმენტებიდან ელექტრო გიტარას, აკუსტიკურ გიტარას და პიანინოს იყენებს; ასევე შეუსრულებია დოლისა და ბას-გიტარის პარტიები. ტომმა, ისევე როგორც “რედიოჰედის“ წევრთა უმრავლესობამ, ნოტების კითხვა არ იცის. მისი თქმით, ნებისმიერი ცდა, ნოტებით დაეკრა, სრულიად უნაყოფო აღმოჩნდა.