ჩინეთის ერთ-ერთ რესტორანში უჩვეულო ღრმულები შენიშნეს. სიჩუანის პროვინციაში რესტორნის ბაღის გარე ტერიტორიაზე ათობით თანაბარი ანაბეჭდი აღმოაჩინეს, რომლებიც მოგვიანებით დადასტურდა, რომ დინოზავრის ნაკვალევია. ნაკვლალევები დაახლოებით 100 მილიონი წლისაა.
კვლევის თანახმად, ღრმულები ჯერ კიდევ 1950-იან წლებში აღმოაჩინეს, მაგრამ მაშინ ჩათვალეს, რომ განსაკუთრებული არაფერი იყო. იმ დროს ადგილე სახლი იყო, მაგრამ სამი წლის წინ ლოკაცია რესტორნად გადაკეთდა. და აი ისიც, ორმოებმა მიიქცია ყურადრება და აღმოჩნდა, რომ საქმე დინოზავრის ნაკვლაევთან ჰქონდათ.
"ნაკვალევი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი იყო, მაგრამ როგორც კი გაიგებ თუ რასთან გაქვს საქმე, მისი გამორჩევა ადვილია. საინტერესოა, რომ ამ რეგიონში დინოზავრების ჩონჩხი არ აღმოგვიჩენია, შესაბამისად ეს გაქვავებული კვალი ფასდაუდებელია", — თქვა ასოცირებულმა პროფესორმა ლიდა ქსინგმა, ჩინეთის გეომეცნიერებათა უნივერსიტეტიდან.
3D სკანერების გამოყენებით, ჯგუფმა დაადასტურა, რომ ანაბეჭდები საუროპოდების, მცენარეების მჭამელი დინოზავრების მიერაა დატოვებული.
"ნაკვალევის ზომა ნამარხების ზომებს შევადარეთ, ყველაფერი ემთხვევა. ჩვენ ასევე ვიცით, რომ დინოზავრები საკმაოდ მოკლე ნაბიჯებს დგამდნენ", — თქვა დოქტორმა ენტონი რომილიომ, კუინსლენდის უნივერსიტეტის დინოზავრების ლაბორატორიიდან.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღინიშნა, რომ ნაკვალევის მფლობელი სიცოცხლეში დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის იქნებოდა. ეს არც ისე დიდია პატაგოტიტანისთვის, თუმცა, არც ისე პატარა.
კონკრეტული მოვლენა კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე თუ რამდენად უცნაურ და მრავალფეროვან სამყაროში ვცხოვრობთ. ადგილი, სადაც ერთ დღეს დინოზავრი დააბიჯებდა, ახლა რესტორანია, საინტერესოა რა იქნება ხვალ.