ფილმი “ბაში–აჩუკში” მონაწილეობამ ქალბატონ დოდო ჭიჭინაძეს ერთ ცხოვრებისეულ ეპიზოდში ფასდაუდებელი სამსახური გაუწია.
უმჯობესია თავად ქალბატონ დოდოს მოვუსმინოთ:
„მოსკოვის აეროპორტში ვარ. თბილისის სალაროსთან გამოკრულია: “Нет билетов”. მოლარეს ვემუდარები, ერთი ბილეთი როგორმე აღმოაჩინოს, საღამოს სპექტაკლი მაქვს, რა ვქნა?! მაგრამ “Нет билетов. нет билетов”-თავჩაღუნულმა მიპასუხა.
უცებ თავი ასწია და მეუბნება: “Ой боже, вы чуки-муки?” მივხვდი, გახარებულმა ვუპასუხე: “Да, да я “Баши-ачуки” “.
არ გავიდა ხუთი წუთი და აეროპორტის დარბაზში ხმა გაისმა – დოდო ჭიჭინაძე სალაროსთან გამოცხადდეს, დაჯავშნილი ბილეთის მისაღებადო (ვითომ დაჯავშნა მოიხსნა).
ცკ-ს მდივნები ისხდნენ დარბაზში. ატყდა ერთი ამბავი: საიდან დაჯავშნა?! მივუახლოვდი და ვუთხარი: “ –Да, исскуство это-высше!”.