Coolio-ს გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკების ჭარბი დოზით მიღება დასახელდა

Coolio-ს გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკების ჭარბი დოზით მიღება დასახელდა

ამერიკელი რეპერი ქულიო, რომელსაც ცნობილი ჰიტი Gangsta's Paradise ეკუთვნის, გასული წლის სექტემბერში გარდაიცვალა. მომღერალი 59 წლის იყო, თუმცა თავიდან მისი გარდაცვალების მიზეზი ვერ დაადგინეს.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, რეპერის სიკვდილი ფენტანილისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების ჭარბი დოზით მიღებამ გამოიწვია.

სიკვდილამდე ქულიო ლოს-ანჯელესში მეგობართან იმყოფებოდა. გარდაცვლილი რეპერი სწორედ მეგობრის სახლის აბაზანაში იპოვეს. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება გახდა, ახლა კი რეპერის მენეჯერმა დაადასტურა, რომ ქულიომ გარკვეული ნარკოტიკული საშუალებები ჭარბი დოზით მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ქულიომ მუსიკალური კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო და ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ადგილიც მალევე დაიმკვიდრა. რეპერს თავდაპირველად აღიარება Fantastic Voyage-მა მოუტანა. ყველაზე ცნობილი ჰიტი Gangsta's Paradise კი მომღერალმა 1995 წელს ჩაწერა და გრემის მუსიკალური ჯილდოც მოიპოვა.