ქართული თეატრის ფოიეში საკმაოდ დიდი ჯგუფი შეიკრიბა და ქართულ დრამატურგიაზე გაცხარებული კამათი გაიმართა.
რა თქმა უნდა,კამათის დამწყები და მთავარი ფიგურა მედეა ჯაფარიძე იყო. ჯგუფთან ახლოს ბატონმა პიერ კობახიძემ გაიარა.
- ბატონო პიერ, ბატონო პიერ,- დაუძახა მედეამ. პიერი შეჩერდა. – ძალიან დიდი ბოდიში, ერთი წუთით მობრძანდით ჩვენთან!
- ბატონო პიერ, ჩვენ იმაზე ვდავობთ, ვინ არის ახლა ქართულ დრამატურგიაში ყველაზე კარგი?
- ერთ წუთში უნდა გიპასუხოთ?
- როგორც გნებავთ, ბატონო პიერ!– გაეღიმა მედეას.
პიერმა მეტად სერიოზული სახე მიიღო,საათს დახედა და თქვა:
- დრამატურგი? ჰო, თუა, ისევ ლევან გოთუა, - მხარი აიჩეჩა და წავიდა. მან საერთო ტაში დაიმსახურა.