ლევან ბეჟაშვილი: ეს სანქციები ლოგიკურია და მოვლენებათა განვითარების ლოგიკა გვაჩვენებს, რომ სანქცირებულ მოსამართლეთა რაოდენობა ამით არ შემოიფარგლება

ლევან ბეჟაშვილი: ეს სანქციები ლოგიკურია და მოვლენებათა განვითარების ლოგიკა გვაჩვენებს, რომ სანქცირებულ მოსამართლეთა რაოდენობა ამით არ შემოიფარგლება

„ნაცმოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას ლოგიკურს უწოდებს.

„ეს სანქციები ლოგიკურია და მოვლენებათა განვითარების ლოგიკა გვაჩვენებს, რომ სანქცირებულ მოსამართლეთა რაოდენობა ამით არ შემოიფარგლება და გაიზრდება. ამავდროულად, ეს სანქციები ასევე შეიძლება შეეხოთ იმ პოლიტიკოსებს, ვინც პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს მათ. საბოლოო ჯამში ეს ქვეყნის რეპუტაციას კიდევ უფრო მეტად შელახავს“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.