მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების განცხადებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაციის აუცილებლობის თაობაზე. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ამ თემაზე „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ოპოზიციის წარმომადგენლებისგან გვესმის არაერთი მინიშნება და სააკაშვილის საქმის რუსეთთან, პუტინთან დაკავშირება. ეს მარტივად აღსაქმელს ქმნის დასავლელი პარტნიორებისთვის საკითხის სიმძიმეს. ამას ემსახურება ეს. თუ ვინმეს ეტყვი, რომ [სააკაშვილი] პუტინის პატიმარია, ბევრად უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობ, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ მოუყვები რა დანაშაულები ჩაიდინა და რატომ არის ადამიანი ციხეში თუ საავადმყოფოში მოხვედრილი. ამაზეა საუბარი, რომ ხდება არასწორი ინფორმირება, არასწორი ნარატივების შექმნა, რაც პირდაპირ ზიანს აყენებს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის, რომლებიც კარგად ეცნობიან და იცნობენ სიტუაციას, ალბათ წარმოუდგენელია გაიზიარონ ის ჩანაწერი, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციაში აღმოჩნდა. არაერთ ასეთ პოლიტიკოსს შევხვედრივარ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ვიზიტების დროს. არაერთ პოლიტიკოსს გამოუთქვამს გაოცება [იმის გამო] რაც იქ ჩაიწერა“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.