ორი წლის წინ ცნობილი გახდა რომ ამერიკული კინოკომპანია “20th Century Fox” პოპულარული ანიმაციური სერიალი „ფლინსტოუნების“ ახალი ვერსიის გადაღებას აპირებდა.
რამდენიმე დღის წინ ამ კინოკომპანიის მესვეურებმა საგანგებო პრეს-კონფერენცია ჩაატარეს და განაცხადეს რომ ეს პროექტი წარმატებულად განხორციელდა და მიმდინარე წლის ბოლოს მაყურებელი რამდენიმე ახალ სერიას იხილავს.
“ფლინსტოუნების” ადრინდელი სერიები 1960-1966 წლებშია შექმნილი. ამ ანიმაციურ სურათში მოქმედება ქვის ხანაში მიმდინარეობს. მისი მთავარი მომქმედი პერსონაჟები იმდროინდელი საშუალო კლასის ორი ოჯახია. ფრედი და ვილმა ფლინსტოუნებისა და მათი მეზობლების, ბარნი და ბეტი რაბლეების თავგადასავლები თავის დროზე მთელს მსოფლიოში მეტად პოპულარული იყო. ამ სერიალს დღესაც ნებისმიერი ასაკის მაყურებელი დიდი სიამოვნებით ეცნობა.
“ფლინსტოუნების” ახალ ვერსიაში მოქმედება ჩვენს დროში განხორციელდება. მისი რეჟისორი სეტ მაკფარლეინი იქნება. ამ პიროვნებას თავის დროზე ცნობილი მულტიპლიკაციური სერიალი “გრიფინები” აქვს გადაღებული.
ახალი “ფლინსტოუნების” კინოპრემიერა 2013 წლის ოქტომბერში არის დაგეგმილი.