აშშ-ში ტორნადოს მსხვერპლთა რაოდენობამ 30-ს გადააჭარბა

აშშ-ში ტორნადოს მსხვერპლთა რაოდენობამ 30-ს გადააჭარბა

აშშ-ში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა.

სტიქია ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებს დაატყდა თავს. დაინგრა სახლები, დაზიანდა ენერგოგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

სტიქიით მიყენებული ზარალი ასობით მილიონ დოლარს ითვლის.