ეგზიტპოლების მიხედვით, ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში რეფორმისტული კოალიცია ლიდერობს

ეგზიტპოლების მიხედვით, ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში რეფორმისტული კოალიცია ლიდერობს

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნებში სავარაუდოდ რეფორმისტულმა კოალიციამ გაიმარჯვა, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ eurornews-ი ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კოალიციამ, რომელშიც პარტიები „ვაგრძელებთ ცვლილებებს“ და „დემოკრატიული „ბულგარეთი“ ხმათა 25,6% მიიღო. მეორე ადგილზე ასევე ექს-პრემიერის, ბოიკო ბორსოვის პარტია GERB-ი გავიდა, 24,8%-ით.

არჩევნებს საბოლოო, ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე შესაძლოა რამდენიმე დღე გავიდეს.
საპარლამენტო არჩევნები ბულგარეთში 2 აპრილს გაიმართა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს ქვეყანაში მეხუთე არჩევნებია.