ბრედ პიტმა „ბიზნესი“ წამოიწყო

ბრედ პიტმა „ბიზნესი“ წამოიწყო

ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, ცოტა ხნის წინ ცნობილი მსახიობი ბრედ პიტი  ტოკიოში ჩავიდა, მიაკითხა იქაურ სარეკლამო სააგენტოებს და სულ რაღაც ერთ მილიონ დოლარად ერთწუთიან კლიპში მიიღო მონაწილეობა.

იაპონური კომპანიის ამ რეკლამაში პიტი ხელის გულზე სუმოისტებს ატარებს. იშოვა კაცმა ფული, დაათვალიერა ტოკიო, გამომუშავებული თანხით  შვილებს საჩუქრები უყიდა და ვალმოხდილი დაუბრუნდა ანჯელინა ჯოლის.

ეს უკანასკნელი თავის მხრივ გადასაღებ მოედანზე ოფლს ღვრიდა მორიგი ფილმის გადაღების დროს.

საინტერესოა რომ თუ ბრედ პიტის წარსულს გადავხედავთ, გავიხსენებთ რომ კარიერის დასაწყისში „მისტერ სმიტი“ წიწილის კოსტიუმში გამოწყობილი დაიარებოდა ლოს-ანჯელესის ქუჩებში და გამვლელებს რესტორნის სარეკლამო ბროშურებს ურიგებდა.