ბრიტანეთის დაზვერვა: მოსკოვი სამხედრო მობილიზების მსხვილ კამპანიას იწყებს

ბრიტანეთის დაზვერვა: მოსკოვი სამხედრო მობილიზების მსხვილ კამპანიას იწყებს

რუსული მედიის ცნობები მიანიშნებს იმაზე, რომ მოსკოვი სამხედრო მობილიზების მსხვილ კამპანიას იწყებს და დამატებით 400 000 ახალი სამხედროს გაწვევას გეგმავს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთი მიზნად ისახავს არა სავალდებულო მობილიზებას, არამედ მოხალისეებისა და პროფესიონალი მებრძოლების ნებაყოფლობით გაწვევას. თუმცა ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ვარაუდობს, რომ საბოლოო ჯამში, თითო რეგიონზე გათვალისწინებული ჯარის რაოდენობის შესავსებად, მობილიზება მაინც იძულებით მოხდება.