ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი: აშშ-მა უნდა გააცნობიეროს, რომ ისრაელი დამოუკიდებელი ქვეყანაა და არ არის კიდევ ერთი ვარსკვლავი აშშ-ის დროშაზე

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი: აშშ-მა უნდა გააცნობიეროს, რომ ისრაელი დამოუკიდებელი ქვეყანაა და არ არის კიდევ ერთი ვარსკვლავი აშშ-ის დროშაზე

აშშ-მა უნდა გააცნობიეროს, რომ ისრაელი დამოუკიდებელი ქვეყანაა და არ არის კიდევ ერთი ვარსკვლავი აშშ-ის დროშაზე, - განაცხადა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა სასამართლო რეფორმაზდ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კრიტიკის საპასუხოდ.

ბენ-გვირმა გააკრიტიკა ბაიდენის კომენტარი და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი “აფასებს იქ დემოკრატიულ რეჟიმს, სწორედ ამ რეგიონთან მიმართებით უნდა გაიგონ, რომ ისრაელი დამოუკიდებელი ქვეყანაა და არ არის ვარსკვლავი აშშ-ის დროშაზე”.

მანამდე ისრაელში სადავო სასამართლო რეფორმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თეთრი სახლის ლიდერი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა.

„იმედია, [ნეთანიაჰუ] ამ რეფორმაზე უარს იტყვის. მე, ისევე, როგორც ისრაელის არაერთი ძლიერი მხარდამჭერი, ძალიან შეშფოთებული ვარ... ამ მიმართულებით სიარული მიუღებელია, ეს ნათლად დავაფიქსირე“, - განაცხადა ბაიდენმა.

სადავო სასამართლო რეფორმა, რომელსაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, მოსამართლეების დანიშვნის პროცესში მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებას აფართოებს.