„რაც დღეს „რუსულმა ოცნებამ“ იკადრა ნორვეგიის ელჩის დაბარებით, არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების“. - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
„დღეს ვნახეთ ჩვენ არაადეკვატური დამოკიდებულება „რუსული ოცნების“, რომელმაც ნორვეგიის ელჩი დაიბარა, რომ ახსნა-განმარტება გაეკეთებინა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემისთვის და ეს ჯილდო არის დემოკრატიის განვითარებისთვის გადაცემული. ჩვენ ვნახეთ, რომ ანტონი, ბერას სათამაშო, ბავშვებს სკოლაში რომ უვარდებოდა და აშინებდა მერე ამაზე საუბრობდა მისი ბატონის შვილთან, ბერასთან, ეს კაცი საუბრობს ადამიანის უფლებების დარღვევაზე. რაფალიანცის, მაჩალიკაშვილის, თათუხაშვილის, ბაჩალიაშვილის, კორტავას, ფარტენაძეს მკვლელები საუბრობენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჯალათეა, რომელიც არღვევს გელათს, ჯვრის მონასტერი გაიმეტა დასანგრევად და ამასობაში „რუსულმა ოცნებამ“ ააფეთქა საყდრისი, რაჭის ტყე მისცეს რუს ოლიგარქს. ეს ხალხი საუბრობს პრეზიდენტ სააკაშვილზე, ნაცვლად იმისა, რომ პირი გამოირეცხონ ხოლმე, როცა სააკაშვილს ახსენებენ. ეს ხალხი როცა აღარ იქნება ხელისუფლებაში, არა თუ ნორვეგიელებს, არამედ არავის აღარ გაახსენდება. პრეზიდენტ სააკაშვილი, მანამ სანამ პუტინის ტყვეობაშია, მხარს უჭერს პრეზიდენტი ზელენსკი, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, პოლონეთის სეიმი, ლიეტუვა, ესტონეთი, საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმაც გააკეთა განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით და დაძაბოს გონება „რუსული ოცნების“ მხარდამჭერებმა, ჯერ კიდევ თუ დარჩა ამ პარტიას.
ვინ არის „რუსული ოცნების“ პარტნიორი? ესენი არიან, მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი, პუტინი, ლავროვი, სხვა მათ მოკავშირე არავინ არ ჰყავთ. შესაბამისად, ის რაც დღეს იკადრეს არის სერიოზული სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ნორვეგიის ელჩი ამის გამო დაიბარეს“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა