ქალბატონმა ელჩმა გააკეთოს განცხადება, რომ არ ეთანხმება ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის ამ მოსაზრებას, რომ დაჯილდოვდა მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმრის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა ნორვეგიის საელჩოსთან განაცხადა, სადაც მიხელ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაზარალებულების ოჯახის წევრები აქციას მართავენ.
„მიხეილ სააკაშვილი კი არ უნდა დააჯილდოონ, ის დღეს 5-ვარსკვლავიან სასტუმროში რომ იმყოფება, ხალხმა უნდა მოითხოვოს, რომ დააბრუნონ ციხეში“, - განაცხადა მოლაშვილმა.
ნორვეგიის საელჩოსთან მიხელ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაზარალებულების ოჯახის წევრები აქციას მართავენ.