ნორვეგიის ელჩი საქართველოში ჰელენ სანდ ანდერსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ნორვეგიის ელჩი საქართველოში ჰელენ სანდ ანდერსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემული ჯილდოს გამო ნორვეგიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

უწყებას ნორვეგიის ოფიციალური პოზიცია აინტერესებს - რამდენად იზიარებს სახელმწიფო კონკრეტული ნორვეგიელი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებას.

„მე ჩემი განცხადება უკვე გავაკეთე, მიმართეთ საელჩოს“, - განაცხადა დიპლომატმა მედიასთან.