ირაკლი ჩიქოვანი: „ნაცმოძრაობის“ აქცია დაფინანსებულია კეზერაშვილის მიერ, იდეოლოგია არის ვანო მერაბიშვილის და ხელმძღვანელობს კომიკოსი ხაბეიშვილი

ირაკლი ჩიქოვანი: „ნაცმოძრაობის“ აქცია დაფინანსებულია კეზერაშვილის მიერ, იდეოლოგია არის ვანო მერაბიშვილის და ხელმძღვანელობს კომიკოსი ხაბეიშვილი

მას წარმოდგენა არ აქვს, რა არის ევროპული ღირებულებები, იმიტომ რომ ევროპული ღირებულებები არის ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ზუსტად ამის გამოა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის, - ასე შეაფასა ირაკლი ჩიქოვანმა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომელმაც ხელისუფლებას სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება მოსთხოვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზეც ისაუბრა, რომელიც 9 აპრილს უნდა გაიმართოს.

„დიდი მოლოდინები ამ აქციასთან დაკავშირებით არ მაქვს, ვინაიდან ეს აქცია დაფინანსებულია კეზერაშვილის მიერ, იდეოლოგია არის ვანო მერაბიშვილის და ხელმძღვანელობს კომიკოსი ხაბეიშვილი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხელისუფლებას სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება მოსთხოვა, 9 აპრილს კი რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა.