მიხეილ სააკაშვილი: ჩემთვის დიდი პატივია ნორვეგიისგან ჯილდოს მიღება ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში

მიხეილ სააკაშვილი: ჩემთვის დიდი პატივია ნორვეგიისგან ჯილდოს მიღება ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში

ჩემთვის დიდი პატივია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან, ნორვეგიისგან ჯილდოს მიღება ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამ პრემიამ ნორვეგიისგან უნდა დააფიქროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში წამოეგო ჩემი გაშავების კამპანიას. უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ჩემი სრულიად უსამართლო და სამარცხვინო პატიმრობა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხად კი არა, რაღაც პოლიტიკურ გარჩევად მიაჩნია. ის, რომ ჩემს პატიმრობაზე ამხელა ნეგატიური რეაქციაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში და პოზიტიური მხოლოდ კრემლში და „ოცნებაში“, თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

Aburjga Tasmanieli გილოცავთ ბატონო მიხეილ, გილოცავთ! მასე გააგრძელეთ ახლა როგორც იქცევით, იქნებ ამ წლის ბოლომდე გაძლოთ პრასზე და ცივ მჭადზე! ჩვენი წინაპრები ასეთ დიეტაზე მთელი ცხოვრება იყვნენ, ხოლო თვწნს წინაპრებს მჭადიც არ ჰქონდათ, მარტო პრასზე და ხახვზე იყვნენ! ჰოდა, ცოტაც გაუძელით და მშვიდობის ნობელის პრემია თითქმის ხელში გიჭირავთ! სადაც ოსლო (ნორვეგია) სტოკჰოლმიც (შვეცია) იქვე არა არის, კი გააგონებენ ერთმანეთს ის "პატიოსანი" ხალხი, ნობელის კომიტეტი და ადამიანის უფლებების კომიტეტი! მერე კიდევ ევროკომისრის თანამდებობასაც გიბოძებენ! ცოტაც და სავსებით შესაძლებელია გაერო-ს მეთაურობასაც კი გამოჰკრათ ხელი! აბა თქვენ იცით გმირო კაცო!
2 წლის უკან