მადელენები

მადელენები

ინგრედიენტები

2   ცალი 2 კვერცხი

3/4  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

1/8  ჩ/კ მარილი

1/3  ჭიქა შაქარი

1/2  ჭიქა ფქვილი

1   ს/კ ლიმონის ცედრა

1/4  ჭიქა კარაქი

1/3  ჭიქა გრანულირებული შაქარი

ცოტაოდენი ფქვილი და კარაქი ფორმისთვის

მომზადებ

გააცხელეთ ღუმელი 190C გრადუსამდე(375F). მოაცხეთ ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი 7.5სმ ზომის 12-ფორმიან ფირფიტას. გაადნეთ კარაქი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.

პატარა თასში მაღალ სიჩქარეზე გათქვიფეთ კვერცხი, ვანილი და მარილი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. თქვიფეთ და თან ნელ-ნელა ჩაუმატეთ შაქარი. განაგრძეთ თქვეფა სწრაფი სიჩქარით თხელი და მკრთალი ფერის მასის მიღებამდე. ამას 5-10 წუთი დაჭირდება. ფქვილი გაყავით 3 ნაწილად, მონაცვლეობით ჩააცერით თითოეული კვერცხის მასას და ნაზად შეურიეთ.

გაადნეთ კარაქი, შეურიეთ ცედრას და ნელა ჩაუმატეთ ცომის მასას(ნუ დაასხავთ ცენტრში, გაანაწილეთ კიდეებზე). მალევე, მაგრამ ნაზად შეურიეთ. მიღებული მასა გადაანაწილეთ ფორმებში და აცხვეთ 14-17 წუთის განმავლობაში, სანამ ნამცხვრები ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.

დანის წვერით ამოიღეთ ნამცხვრები ფორმიდან და დაალაგეთ ცხაურზე. მაშინათვე მოაყარეთ გრანულირებული შაქარი გასაფორმებლად. საუკეთესო გემოსთვის მიირთვით გამოცხობის დღესვე ჩაისთან ან ყავასთან ერთად.