ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს პოლიციის ძალადობას ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აშუქებენ

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს პოლიციის ძალადობას ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აშუქებენ

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს პოლიციის ძალადობას ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აშუქებენ.

„ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებენ საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს, ექვემდებარებიან თვითნებურ დაკავებას, აგრესიასა და პოლიციის მხრიდან დაშინებას. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და ახსენებს უსაფრთხოების ძალების ვალდებულებას, დაიცვან ჟურნალისტები და მათი უფლებები საჯარო ღონისძიებების დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენებით.

„ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ინციდენტებს, რომელთაგან ზოგიერთი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ იყო მიმართული. თუმცა, ზოგიერთი მომიტინგეების მხრიდან სპორადული ძალადობრივი ქმედებები ან სხვა ბოროტმოქმედება პროტესტის დროს ვერ გაამართლებს სახელმწიფო აგენტების მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას. არც ეს ქმედებებია საკმარისი იმისათვის, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს ჩამოერთვას შეკრების თავისუფლების უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.