„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ რამდენიმე წევრის წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიის დაშლის პროცესი გაგრძელდება.
„100 ათასი დოლარის გადახდა უწევს თითოეული წევრის მოზიდვაში [პარტიაში]. აი, გუბაზ სანიკიძეში გადაიხადეს 100 ათასი დოლარი. სხვა წევრები, ვისაც ვერ უხდიან 100 ათას დოლარს, გარბიან პარტიიდან. დღეს იმდენად მოშლილია „ნაციონალური მოძრაობა“, რომ არავითარი სხვა რესურსი მათ აღარ აქვთ. ერთადერთი შანსი აქვთ, რომ ვიღაცას მისცენ 100 ათასი დოლარი და დატოვონ საკუთარ პარტიაში. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია არის სრული ფსკერი, მორალური თვალსაზრისით და პოლიტიკური თვალსაზრისით ნაცმოძრაობის დაშლის პროცესი გაგრძელდება და მას აქვს ერთადერთი მთავარი მიზეზი - ეს არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ არის აბსოლუტურად ამორალური პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა კობახიძემ.