ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება სტაბილურობას, სიმშვიდეს, უსაფრთხოებას

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება სტაბილურობას, სიმშვიდეს, უსაფრთხოებას

ქვეყანამ ამოისუნთქა: გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და გვაქვს იმის შანსი, რომ საბოლოო ჯამში თავი დავაღწიოთ სიღარიბეს, რადიკალურად გავზარდოთ ეკონომიკური მაჩვენებლები და ა.შ. ამას სჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე, უსაფრთხოება, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი რადიკალური ოპოზიცია სწორედ ამას უპირისპირდება - სტაბილურობას, სიმშვიდეს, უსაფრთხოებას.

„მინდა ვთხოვო რადიკალურ ოპოზიციას, დაასვენეთ ეს ქვეყანა. ძლივს ამოისუნთქა საქართველომ, ამ 10 წლის განმავლობაში ორი კრიზისი გამოვიარეთ. პირველი იყო უკრაინის პირველი ომის შემდეგ - 2015-2016 წლებში მძიმე ეკონომიკური შედეგები ჰქონდა ამას რეგიონზე, მათ შორის საქართველოზეც. გვქონდა ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი, ამის შემდეგ იყო კოვიდი, რომელმაც ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. ამ 10 წლის განმავლობაში 3 წელი გვქონდა კრიზისული. ქვეყანამ ამოისუნთქა: გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და გვაქვს იმის შანსი, რომ საბოლოო ჯამში თავი დავაღწიოთ სიღარიბეს, რადიკალურად გავზარდოთ ეკონომიკური მაჩვენებლები და ა.შ. ამას სჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე, უსაფრთხოება. მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია სწორედ ამას უპირისპირდება - სტაბილურობას, სიმშვიდეს, უსაფრთხოებას. ხომ შეიძლება საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც დაასვენონ ეს ქვეყანა, მაგრამ არა, თავიანთ ბუნებას ისინი ვერ მოიშლიან“, - აცხადებს კობახიძე.