სლოვაკეთმა უკრაინას ოთხი ავიაგამანადგურებელი გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინას ოთხი ავიაგამანადგურებელი გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინას ოთხი ავიაგამანადგურებელი „მიგ -29“ გადასცა. სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრ იაროსლავ ნადის ცნობით, თვითმფრინავებს უკრაინელი პილოტები მართავდნენ სლოვაკეთის სამხედრო-საჰაერო ძალებთან და სხვა უწყებებთან შეთანხმებით, რომლებმაც გადაფრენის უსაფრთხოება და საჭირო დოკუმენტაცია უზრუნველყვეს.

მან ასევე დააკონკრეტა, რომ დანარჩენი თვითმფრინავები უკრაინას უახლოესი კვირების განმავლობაში გადაეცემა, მაგრამ ოპერატიული მიზეზების გამო წინასწარ არავითარი დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელდება.

ცნობისთვის, სლოვაკეთი უკრაინისთვის სულ 13 „მიგ -29“ ავიაგამანადგურებლის გადაცემას აპირებს.