ის რომ ვიღაცას უნდა რევოლუციური სცენარი გაათამაშოს და ხელისუფლება ამ მავნე პოლიტიკური ტრენდის განვითარების საშუალებას არ აძლევს, ამას ვერავინ ჩათვლის ხელისუფლების ანტიდასავლურ ქმედებად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„გადავხედოთ ევროპის ისტორიას, დღევანდელობას და არაფერს განსაკუთრებულს და განსხვავებულს საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს. სწორედ იმ დემოკრატიული პოლიტიკის ჩარჩოებშია, რაც ევროპულ სახელმწიფოებშიც მიმდინარეობს. მაგრამ, ოპოზიცია ევროპაში არსად არ იქცევა ისე, როგორც აქ რადიკალური ოპოზიცია იქცევა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.