მამუკა მდინარაძე: ალექსანდრე ამისულაშვილს თავისი სახელი და გვარი აქვს, საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი იყო თავის დროზე და არა - ზარქუას სიძე

მამუკა მდინარაძე: ალექსანდრე ამისულაშვილს თავისი სახელი და გვარი აქვს, საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი იყო თავის დროზე და არა - ზარქუას სიძე

ალექსანდრე ამისულაშვილს თავისი სახელი და გვარი აქვს, საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი იყო თავის დროზე და არა - ზარქუას სიძე. ზარქუას სიძის ძახილმა შექმნა განცდა, თითქოს ზარქუას სიძეობითაა და ისე არ არსებობს ის ადამიანი,- ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაღაც სიუჟეტი გაუკეთებიათ, სადაც ამ მოგებულ ტენდერებზე ლაპარაკობდნენ. ალექსანდრე ამისულაშვილს თავისი სახელი და გვარი აქვს, საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი იყო თავის დროზე და არა ზარქუას სიძე. „ზარქუას სიძე“, „ზარქუას სიძეს“ ძახილმა შექმნა განცდა, თითქოს ზარქუას სიძეობითაა და ისე არ არსებობს ის ადამიანი. რაღაც შპს ჰქონია, გაუქირავებია, მერე იმან, ვინც იქირავა მიიღო ტენდერში მონაწილეობა და გამარჯვებულიც კი არაა, მაგრამ მაინც ზარქუასთან აკავშირებენ. ამ ყველაფერს თან კიდევ ერთვის გუშინდელი განცხადებები. ფაშიზმი ძალიან სტკივათ და სწყინთ, ბოლშევიზმიც, მაგრამ სხვა რა ჰქვია იმას, რომ საკუთარი აზრი თუ გამოთქვი ადამიანმა, გინდ პოლიტიკოსმა და გინდ ნებისმიერმა მოქალაქემ, რომ რაღაც დაუჯერებელია ან დამაჯერებელი, გეუბნებიან, როგორ თუ არ გჯერა. ფაშიზმი და ბოლშევიზმი მეტი კი არაფერია. როგორ გაგაჩნია შენი აზრიო, თითის ქნევით გელაპარაკებიან“, - აღნიშნა მდინარაძემ.