რამდენიმე კვირის წინ იტალიურ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მომავალ წელს, პოპულარული თავდამსხმელი ფრანჩესკო ტოტი პროფესიული კარიერის დასრულებას აპირებს.
ამჟამად ფრანჩესკო 36 წლის ბრძანდება. „რომასთან“ მისი ოფიციალური ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში იწურება.
მოთამაშეს იმედი ჰქონდა რომ იტალიის ეროვნულ გუნდში გამოიძახებდნენ და 2014 წლის მსოფლიო პირველობაზე თამაშის შესაძლებლობა მიეცემოდა. სამწუხაროდ „სკუადრა აძურას“ ხელმძღვანელობას მისი დახმარება აღარ სურს.
განაწყენებულმა ტოტიმ ერთი წლის შემდეგ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
მოთამაშე ქალაქ რომში და კლუბ „რომაში“ განსაკუთრებულად უყვართ და პატივს სცემენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა რომ მას ახალი კონტრაქტი შესთავაზეს.
რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Calciomercato” გაავრცელა ინფორმაცია, რომ „რომას“ ხელმძღვანელობამ ფრანჩესკოს ახალი ორწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა. მისი დასრულების შემდეგ კი ტოტი კლუბის დირექტორატში ერთ-ერთ პრესტიჟულ თანამდებობას დაიკავებს.