ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა თავისი მეექვსე მსოფლიო ტური „ერები“ დაიწყო. ამის შესახებ BBC-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ტურის პირველი კონცერტი, გლენდელში, არიზონაში გაიმართა. შოუ 3 საათისა და 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და მომღერლის კარიერის სხვადასხვა ერაში მოგზაურობას წარმოადგენდა. სვიფტმა შეასრულა ყველა თავისი ცნობილი ჰიტი - ჯამში 44 სიმღერა. კონცერტს 80 ათასამდე მაყურებელი დაესწრო.
ტურის ამერიკული ნაწილი 9 აგვისტოს, ინგლვუდში დასრულდება.