რომან კაკულია: უკრაინის გამარჯვება შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რუსეთს რევანშის საშუალება აღარ ექნება

რომან კაკულია: უკრაინის გამარჯვება შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რუსეთს რევანშის საშუალება აღარ ექნება

თუ არსებობს ის მტკიცებულებები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ არსებობს, იმ დასკვნაზე, რაც ჰააგის სასამართლოს მიერ გაკეთდა, მსოფლიოში დაუსჯელი არავინ არ უნდა დარჩეს. ეს თავისთავად ის ფაქტია, რომელსაც ჩვენ ველოდით, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ ვლადიმერ პუტინზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ამ ყველაფერს აქვს სულ სხვა განზომილება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ხალხი ძალიან გახარებულია ამ გადაწყვეტილებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უდავოდ მივდივართ უსასრულოდ გაჭიანურებულ ომამდე. სამწუხაროდ, ამ ომში სამივე მხარეს სჯერა თავისი გამარჯვების და არცერთი არ არის კომპრომისისთვის მზად. უკრაინის გამარჯვება შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რუსეთს რევანშის საშუალება აღარ ექნება. სხვა შემთხვევაში ამას აზრი არ ექნება - ასე ფიქრობს დასავლეთი“, - განაცხადა კაკულიამ.