წარმოიდგინეთ, ერთი წამლის მიღებით სიმთვრალისგან უმალვე გამოფხიზლება, რომ შეგეძლოთ. სწორედ ეს არის ახალი კვლევის მიზანი, ალკოჰოლით ინტოქსიკაციისგან უცებარი გათავისულება, რომელიც სამკურნალოდ ჰორმონ ფიბრობლასტის (FGF21) ზრდის ფაქტორს იყენებს.
როგორც ჩანს, FGF21 ზრდის სიფხიზლეს თავის ტვინში და ებრძვის ინტოქსიკაციის გარკვეულ ეფექტებს — როგორიცაა ძილიანობა და კოორდინაციის გაუარესება. მკვლევრებმა პრეპარატი თავებზე გამოცადეს.
ღვიძლი აწარმოებს ჰორმონს როგორც თაგვებში, ასევე ადამიანებში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს შედეგები შეიძლება ჩვენზეც გავრცელდეს. საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება გამოვიყენოთ ალკოჰოლური ინოქსიკაციის ან უკიდურესი სიმთვრალის მქონე ადამიანების გამოსაფხიზლებლად.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ღვიძლი არა მხოლოდ ჩართულია ალკოჰოლის მეტაბოლიზმში, არამედ ის ასევე აგზავნის ჰორმონალურ სიგნალს ტვინში, რათა დაგვიცვას ინტოქსიკაციის მავნე ზემოქმედებისაგან, მათ შორის ცნობიერების და კოორდინაციის დაკარგვისგან", — ამბობს მოლეკულური ბიოლოგი სტივენ კლივეერი.
მკველვრების თქმით, მათ აჩვენეს, რომ FGF21-ის კონცენტრაციის კიდევ უფრო მაღალი ინექციის გაზრდით, ადამიანს შეუძლია მკვეთრად დააჩქაროს ინტოქსიკაციისგან აღდგენა. FGF21 ამას აკეთებს ტვინის ძალიან სპეციფიკური ნაწილის გააქტიურებით, რომელიც აკონტროლებს სიფხიზლეს.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ თუ თაგვები FGF21-ს ბუნებრივად არ გამოიმუშავებდნენ, აღდგენისთვის მეტი დროს სჭირდებოდათ.
უფრო მეტიც, როდესაც თაგვებს ეთანოლის კურსი და ჰორმონის დამატებითი ინექცია მიეწოდათ, კოორდინაცია და ცნობიერება ორჯერ უფრო სწრაფად აღუდგათ.
შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ FGF21 გავლენას ახდენდა ტვინის სპეციფიკურ რეგიონზე, რომელსაც ლოკუს კოერულეუსი ეწოდება. ტვინის ეს რეგიონი გამოიმუშავებს ნორადრენალინს, ნეიროტრანსმიტერს, რომელიც დაკავშირებულია ბრძოლა-ან-გაქცევის რეაქციასთან და არეგულირებს სიფხიზლესა და ძილს.
"ჩვენი კვლევები ცხადყოფს, რომ ტვინი FGF21-ის ეფექტების მოქმედების მთავარი ადგილია. ჩვენ ახლა უფრო ღრმად ვიკვლევთ ნეირონებს, რომლითაც FGF21 ახდენს თავის ეფექტს", — ამბობს ფარმაკოლოგი დევიდ მანგელსდორფი ტეხასის უნივერსიტეტის სამხრეთ-დასავლეთის სამედიცინო ცენტრიდან.
საინტერესოა, რომ FGF21 ჰორმონს არ ჰქონდა იგივე ეფექტი კეტამინთან, დიაზეპამთან ან პენტობარბიტალთან ტესტირებისას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის კონკრეტულად ეთანოლს ეწინააღმდეგება.
მოგეხსენებათ თაგვები დასალევად ბარებში არ დადიან, მაგრამ მათ შეუძლიათ ეთანოლის შემცველი შაქრიანი საკვები მიირთვან. შესაძლებელია, რომ თაგვების შემთხვევაში FGF21 განვითარდა, რათა დაეხმაროს მღრნელებს და სხვა ცხოველებს, შემცირდეს ჭარბი ალკოჰოლის ერთდროულად მოხმარების სურვილი. ეს იცავს მათ ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანებისგან.
რა თქმა უნდა, იგივე ეფექტები ადამიანებზეც უნდა იყოს დემონსტრირებული, თუმცა მკვლევრები დარწმუნებულნი არიან, რომ იგივე მოხდება ჩვენს შემთხვევაშიც. შესაბამისად, ეს მეთოდი ალკოჰოლით სერიოზული ინტოქსიკაციის შემთხვევაში შეგვეძლება გამოვიყენოთ.
"ეს შედეგები გვეუბნება, რომ ეს FGF21 განვითარდა ეთანოლით გამოწვეული ინტოქსიკაციისგან დასაცავად და ის შესაძლოა ფარმაცევტულად იყოს მიმართული ალკოჰოლის მწვავე მოწამვლის სამკურნალოდ", — წერენ მკვლევრები.