გრეის ვან დინი, რომელმაც მაყურებელს თავი ნეტფლიქსის სერიალში Stranger Things ჩირლიდერი კრისი კანინგემის როლით დაამახსოვრა, გადასაღებ მოედანზე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.
"ბოლო ფილმში, რომელშიც ვმონაწილეობდი, ერთ-ერთმა პროდიუსერმა მითხრა... მან სამსახურში აიყვანა გოგო, რომელთანაც იწვა და შემდეგ მე მომიგზავნა და დააბარა, რომ სურდა, სამივეს ერთად გვქონოდა სექსი," — განაცხადა მსახიობმა. — "ეს კაცი ჩემი უფროსი იყო. უარი ვუთხარი და ვიტირე, ძალიან განაწყენებული ვიყავი."
"რაც უფრო მემატება ასაკი, ჩემი პრიორიტეტები კარიერული კუთხით მით მეტად იცვლება. ჩემთვის შესაფერის პროექტსა და ხალხს ველოდები. კარგი შეგრძნებაა, როცა თავს მშვიდად გრძნობ."
მსახიობის თქმით, ბოლო რამდენიმე პროექტი, რომლებზეც იმუშავა, მაინცდამაინც საუკეთესო გამოცდილების მომტანი არ აღმოჩნდა მისთვის იმ ხალხის გამო, ვისთან ერთად მუშაობაც უწევდა.