პოლონეთში 9 უცხოელი დააკავეს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედებდნენ

პოლონეთში 9 უცხოელი დააკავეს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედებდნენ

პოლონეთის სპეცსამსახურებმა 9 უცხოელი დააკავეს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაკავებული პირები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპიდან არიან, დივერსიულ აქტებს ამზადებდნენ და უკრაინისკენ მიმავალ სარკინიგზო მარშრუტებს აკვირდებოდნენ.

„ბოლო დღეებში შიდა უსაფრთხოების სააგენტომ ცხრა პირი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში“, - განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დაკავებული პირები პოლონეთის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდნენ და დივერსიულ აქტებს ამზადებდნენ რუსული დაზვერვის მოთხოვნით.