ბაჩო დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე: მომეჩვენა, რომ ვანო მერაბიშვილის ინტერვიუსაგან პარტია დისტანცირდა

ბაჩო დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე: მომეჩვენა, რომ ვანო მერაბიშვილის ინტერვიუსაგან პარტია დისტანცირდა

გავეცანი პარტიის განცხადებას და მომეჩვენა, რომ ვანო მერაბიშვილის ამ ინტერვიუსაგან პარტია დისტანცირდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„რთული შემთხვევაა, როდესაც ტყუილზე არის აგებული მთელი გადაცემა და სამწუხაროდ, ეს ცუდ როლს თამაშობს საერთო საქმეში“, - აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი და არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს

ვანო მერაბიშვილი ისევ ქუჩის აქციებს აანონსებს. უკრაინული არხისთვის მიცემულ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრი აკრიტიკებს ნიკა მელიას, ადანაშაულებს მას პასიურობაში და აქებს ლევან ხაბეიშვილს. ამასთან, მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის მუშაობით კმაყოფილია.