კახა კალაძე: საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს

კახა კალაძე: საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს

საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სტატუსის არ მიცემით სურვილი ჰქონდათ, რომ დაედანაშაულებინათ ხელისუფლება ამ ყველაფერში.

„საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არის თავისი სამშობლოსა და ხალხის პატრიოტი და ატარებს თავისი ქვეყნის ინტერესებს. გვახსოვს უამრავი მოწოდება ქვეყნის გარედან, შიგნითაც იყო მინიშნებები, რომ ჩვენ უნდა გავხსნათ მეორე ფრონტი საქართველოში. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიღებელია. ასევე ზეწოლა იყო სანქციებთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ვუერთდებით სანქციებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს გადაწყვეტილებები მიიღებოდა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. იმით, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს, ვინ ისარგებლა ამით? ისევ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ. ის, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა და სიმშვიდე, ამით ისევ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ისარგებლა. სტატუსის არ მიცემით სურვილი ჰქონდათ, რომ დაედანაშაულებინათ ხელისუფლება ამ ყველაფერში, რომ თითქოს, ჩვენ ვართ ამის წინააღმდეგი, ან რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ამ ფორმით შეეცადნენ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ევროინტეგრაციის სურვილი აქვს და ჩვენც ყოველდღიურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მიგვიღონ ევროკავშირში, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ ეს შეიძლება დღეს და ხვალ ვერ მოხდეს. ამას გარკვეული დრო და რეფორმების განხორციელება სჭირდება. ამისთვის ჩვენ სრული მზაობა გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.